პეპ გვარდიოლა: ლაპორტა მზის სხივს ჰგავს
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ Marca-სთან ინტერვიუში, რომელიც 2016 წლით თარიღდება, ჟოან ლაპორტას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
[ლაპორტა] მზის სხივს ჰგავდა, ის მუდამ უმწიკვლო იყო მოთამაშეებთან, ის არასდროს ახდენს ზეწოლას მწვრთნელებზე და გამოცდილება, რომელიც მასთან ერთად მქონდა, ყოველთვის უნაკლო იყო
- განაცხადა გვარდიოლამ.
2020 წლის მაისში, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კლუბში პეპ გვარდიოლაც სურდა. გვარდიოლა კი ხშირად იმეორებს, რომ არ სურს "მანჩესტერ სიტის" დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე (2023).
ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში პეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" ერთად 7 ტიტული მოიგო, მათ შორის 2009 წელს ჩემპიონთა ლიგა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]