სევილია-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია
ხვალ, ლა ლიგის 25 ტურის მატჩისთვის, "ბარსელონა" გუნდის განაცხადს აქვეყნებს.
ტრავმის გამო, მოედანზე ვერ ვიხილავთ სერჟი რობერტოს, ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიოს. ასევე, მცირე დისკომფორტი აწუხებს მირალემ პიანიჩს და რონალდ კუმანმა იგი განაცხადს მიღმა დატოვა.
გამოჯანმრთელდა რონალდ არაუხო და იგი გუნდის დახმარებას შეძლებს.
"ბარსა B-დან" გუნდს ოსკარ მინგესა, ილაიშ მორიბა და ინიაკი პენია გაჰყვებიან.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია
დაცვა: დესტი, პიკე, არაუხო, უმტიტი, ლანგლე, მინგესა, ალბა, ფირპო
ნახევარდაცვა: ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მორიბა, პუჩი, მატეუსი
თავდასხმა: მესი, გრიზმანი, დემბელე, ბრეითუეიტი, ტრინკაუ
"რამონ სანჩეს პისხუანზე" მატჩი, თბილისის დროით, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]