რობერტო კარლოსი: ”იმედი მაქვს, რომ ფინალში ”რეალი” ”ბარსელონას” დაამარცხებს”

რობერტო კარლოსი: ”იმედი მაქვს, რომ ფინალში ”რეალი” ”ბარსელონას” დაამარცხებს”

მახაჭკალის ”ანჟის” მცველმა, რობერტო კარლოსმა ”მარკასთან” ინტერვიუში საქებარი სიტყვები არ დაიშურა მადრიდის ”რეალის” მიმართ. ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ”თეთრები” ძალიან კარგად თამაშობენ.

ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ”რეალის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კურსში. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ახლა ძალიან კარგად თამაშობს. ერთ კვირაში მათ მოუგეს ფრანგულ ”ლიონსა” და ”ატლეტიკოს”. ეს ორი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი ეს იმისკენ მიუთითებს, რომ ფეხბურთელებს ტიტულების მოგება სურთ. მე მომწონს ”რეალის” ფეხბურთელების მებრძოლი სული და მათი ფუნქციონალური მომზადება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ”რეალი” ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი გუნდი ”ბარსელონას” დამარცხებას შეძლებს. რაც შეეხება ”კლასიკოში” მარცხს, ანგარიშით 5:0, ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო.” - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.