ლაპორტას ფავორიტი მიკელ არტეტაა | RAC1

ლაპორტას ფავორიტი მიკელ არტეტაა | RAC1

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ მორენო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოან ლაპორტას გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

RAC1-ის ჟურნალისტის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში რონალდ კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატი მიკელ არტეტა იქნება. ლაპორტას გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათ პროექტს ყველაზე მეტად სწორედ არტეტა შეესაბამება.

მიკელ არტეტა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, თუმცა მას კატალონიელთა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. კარიერის უდიდესი ნაწილი მან ინგლისში, "ევერტონსა" და "არსენალში" გაატარა. 2016-2019 წლებში არტეტა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო, 2019 წლის დეკემბრიდან კი "არსენალის" მთავარი მწვრთნელია.

ხერარდ მორენო სანდო წყაროა, თუმცა ვიქტორ ფონტთან ძალიან დაახლოებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მან ეს ინფორმაცია ლაპორტას კანდიდატურისთვის ზიანის მისაყენებლად გაავრცელა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა საკუთარი პრესტიჟი შესწიროს კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 1 მარტი 2021 18:43
    0
    ექსპერიმენტების არც დროა და არც ამის ადგილია ბარსა . ჯობს მიხედოს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს და სადაც აკეთებს.
    Giochanto
    სტუმარი [?]
    #14 1 მარტი 2021 18:28
    0
    კაი რა არის არტეტა
    Culé [?]
    #13 1 მარტი 2021 15:53
    0
    Aramgonia simartle iyos
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 მარტი 2021 15:22
    1
    აქვს ამას პლუსებიც და მინუსებიც
    ახალგაზრდა კაცია, შემტევი და ცოტა რისკიანიც
    ბასკი კატალონიელია, ჯკლუბის გაზრდილი და გვარდიოლასტან აქვს ნამუშევარი
    არსენალში 68 მატჩი ჩაატარა და 53% მოიგო, ეპლის კვალობაზე და ევროპალიგის კვალობაზე არაა ურიგო შედეგი, მით უმეტეს, რომ თაობათა ცვლის მომენტში ჩაიბარა გუნდი
    ეპლ-ში კი მონსტრები ყავს, სიტი,ლივერი,მანიუ,ჩელსი... საკმაოდ ძლიერი ტოტე, ევერტონი და ლესტერი
    თუმცა არსენალში ნაჩვენები კარგი შედეგი აქ არადამაკმაყოფილებლად ჩაითვლება და ცოდოა მისი ეპლ-ის კარიერა, რადგან ზრდა აქვს აშკარად
    Bobi
    სტუმარი [?]
    #11 1 მარტი 2021 14:10
    0
    აშკარად ჯობია რომ ფონტის კამპანია იყოს ეს ყველაფერი
    Zaqaria Davitashvili_2
    სტუმარი [?]
    #10 1 მარტი 2021 13:05
    0
    იმედია შეიცვლის აზრს და ხავის მოიყვანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 მარტი 2021 12:08
    1
    რაის არტეტა თუ ძმა ხარ😆
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #8 1 მარტი 2021 11:44
    1
    არ წამოვა არსენალიდან და არც აქვს იმდენი ცოდნა რომ ბარსელონას გაუძღვეს. 1 სეზონის მერე მიაბრძანებენ აქედან და არამგონია აწყობდეს. ლაპორტამ თქვა რომ გერმანელების მოყვანას აპირებს, იქნება ნაგელსმანს გამოვკრათ ხელი. ავტორიტეტი არ აქვს თუმცა თუ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნება დაუჯერებენ ბიჭები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 მარტი 2021 11:42
    1
    რა არტეტა ხო ჯანმრთელადაა ლაპორტა 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მარტი 2021 11:28
    2
    ეს კაცი მგონი პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი და მოადგილეობის დროს რა გამოცდილება ექნება მიღებული, რომ პირდაპირ ბარსა ჩააბარონ.
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #5 1 მარტი 2021 11:19
    0
    😂😂😂😂😂😂😂
    არტეტა არა ლამპრდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მარტი 2021 11:08
    8
    რა არტეტა ნაგელსმანი უნდაო და მაგაზე მაგარს ვის მოიყვანს.ხავი,ნაგელსმანი,ტენ ჰაგი.ამ სამიდან რომელიმე თუ შეცვლის კუმანს ძაან მაგარი იქნება.ჩემი ფავორიტი მაინც ტენ ჰაგია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Always cule
    სტუმარი [?]
    #3 1 მარტი 2021 10:50
    1
    ფონტი რა ბინძური გზებით ცდილობს მოგებას, ბართომეუ ორია ეგ. ლაპორტას არტეტას დანიშვნა არ ენდომება.
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #2 1 მარტი 2021 10:44
    5
    არამგონია ლაპორტას ფავორიტი არტეტა იყოს, ფონტის ბინძური კამპანია იწყება დიდი ალბათობიტ და ამ დროში ყველანაირად შეეცდება ლპორტასთვის ზიანის მიყენებას
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #1 1 მარტი 2021 10:36
    1
    ფონტი როგორ ცდილობს რო მოიგოს რეებს აღარ აკეთებს კაცი რაის არტეტა საერთოდ არუხსენებია ლაპორტას არტეტა იასნია რო ფონტის ნაჩალიჩარი იქნება