შესაძლოა, CONMEBOL-ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გადაიდოს
Mundo Albiceleste-ს ინფორმაციით, FIFA-მ, სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას, CONMEBOL-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების გადადება მოსთხოვა.
FIFA მიიჩნევს, რომ ბევრი სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის ევროპაში ყოფნის გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის ამ თვეში ჩატარება სახიფათო იქნება.
აგრეთვე, მიზეზი ისიცაა, რომ ევროპული კლუბები თავიანთი ფეხბურთელების სამხრეთ ამერიკაში გაშვებაზე უარს იტყვიან.
აღსანიშნავია, რომ თუ CONMEBOL-მა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის რჩევა გაითვალისწინა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა შესარჩევი ეტაპი გადაიდება, ვინაიდან, მსგავსი რამ უკვე ორჯერ მოხდა.
რაც შეეხება ლიონელ მესის არგენტინას, "ალბისელესტეს" ზემოხსენებულ ტურნირში, ამჟამინდელი განრიგით, 27 მარტს - ურუგავისთან, ხოლო 31 მარტს ბრაზილიასთან დაპირისპირებები უწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]