ტონი ფრეიშა: ჩავიმ "ბარსა ბ-დან" უნდა დაიწყოს
"ბარსელონას" საპრეზიდენტო კანდიდატი ტონი ფრეიშა მიიჩნევს, რომ ლეგენდარულმა ჩავი ერნანდესმა მის მშობლიურ კლუბში მუშაობა სარეზერვო გუნდიდან უნდა დაიწყოს.
ფრეიშამ ამასთან დაკავშირებით პარალელი კიდევ ერთ ლეგენდასთან, "მანჩესტერ სიტის" ახლანდელ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან გაავლო.
გვარდიოლა "ბარსელონა ბ-ს" მწვრთნელი იყო, მოგვიანებით კი მან პირველ გუნდთან ერთად ბრწყინვალე ეპოქა შექმნა. ჩავის შემთხვევაშიც "ბარსაში" სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად "ბარსა ბ" კარგი ვარიანტია.
- ციტირებს ფრეიშას სიტყვებს Catalunya Radio.
ჩავი ერნანდესი, ამჟამად, კატარულ "ალ სადს" წვრთნის და თანაც საკმაოდ წარმატებით. მან ცოტა ხნის წინ მწვრთნელის ამპლუაში აზიაში მე-5 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]