ლოთარ მათეუსი: მესი სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია

ლოთარ მათეუსი: მესი სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია

წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ლეო მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. არგენტინელის მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის ბოლოს მიიღებს.

მესი ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია... რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ.

"ბარსელონა" მესია, მესი კი "ბარსელონაა". ჩემთვის ის ფრანც ბეკენბაუერს ჰგავს, რომელმაც მთელი ცხოვრება "ბაიერნში" გაატარა.

"ბარსას" მოედანზე არაერთი პრობლემა აქვს. ამას ემატება ფინანსური კრიზისი. კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 1-4 წააგეს. ეს არაა რამდენიმე წლის წინანდელი "ბარსელონა", როდესაც გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

მესის მომავალი? ეს მან უნდა გადაწყვიტოს. ლეოს "ბარსელონაში" დარჩენას ვისურვებდი, რადგან მას სხვა კლუბში ვერ ვხედავ.

- ციტირებს მათეუსის სიტყვებს OneFootball.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 მარტი 2021 12:52
    0
    ეგ ყველა კულეს უნდა რო აქ დაასრულოს კარიერა ლეომ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 მარტი 2021 11:40
    0
    არც ჩვენ წარმოგვიდგენია და არც ლეოს წარმოედგინა, მაგრამ ბართომ მოახერხა ყველაფრის ამოტრიალება.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #6 6 მარტი 2021 23:55
    0
    რთული წარმოსადგენია ნამდვილად, ამდენი წელი ერთი კლუბის მაისურით თამაში და ასე სტაბილურად ურთულესი კი არა წარმოუდგენელია ალბათ
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #5 6 მარტი 2021 23:13
    0
    აუ ვერც წარმოვიდგენ და ვერც დავიჯერებ რომ მესი ბარსელონას დატოვებ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 მარტი 2021 22:17
    0
    არც ჩვენ წარმოგვიდგენია სხვაგან.
    ლევანდოვსკის მერეო ნემეცმა. არ მიკვირს შენი უფრო წინ რომ დააყენე, მაგრამ მესი როცა მინდორზეა ლევანა ბურთს უნდა დაარბენინებდეს, ან წყალი უნდა მოჰქონდეს წყაროდან დოქით.
    Araujo
    სტუმარი [?]
    #3 6 მარტი 2021 20:59
    0
    ვერც მე 🥺
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 მარტი 2021 20:59
    0
    ვერც მე წამომიდგენია მარა ბართომეუმ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ რო მესი სხვა გუნდის ფორმაში ვნახოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Always cule
    სტუმარი [?]
    #1 6 მარტი 2021 20:44
    0
    ვერც მე ვერ წარმომიდგენია