ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტია!
ახლახანს "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად ცნობილი გახდა. როგორც მოსალოდნელი იყოს, კატალონიური კლუბის ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხმების 100% დათვლილია. ლაპორტამ 30 184 (54.28%) ხმა მიიღო. მისმა კონკურენტებმა ვიქტორ ფონტმა და ტონი ფრეიშამ, შესაბამისად, 16 679 (29.99%) და 4 769 (8.58%) ხმა მიიღეს.
ლაპორტა "ბარსას" პრეზიდენტი მეორედ გახდა. აქამდე იგი აღნიშნულ თანამდებობას 2003-10 წლებში იკავებდა. ხსენებულ წლებში კატალონიელებმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 უეფას სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
იმედია, ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის ახალი ეპოქაც ძალიან ნაყოფიერი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]