დელ ბოსკე: "ჩეხეთის ნაკრები ძალიან სახიფატო მეტოქეა"

დელ ბოსკე: "ჩეხეთის ნაკრები ძალიან სახიფატო მეტოქეა"

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ნარკები, რომელიც 25 მარტს ესპანეთს დაუპირისპირდება, ძალიან სახიფათო მეტოქეა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

დელ ბოსკემ ისაუბრა გამარჯვების აუცილებლობაზე: "ჩეხეთის ნაკრები საკმაოდ კვალიფიკაციური გუნდია. ის ჩვენი პირდაპირი მეტოქეა და ამიტომაც გვმართებს ნებისმიერ ფასად გამარჯვება. ფრე და წაგება არადამაკმაყოფილებელი შედეგია. უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო ორ თამაშში შეიძლება ავიღოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის 6 ქულა. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩვენი ფანები მხურვალედ დაგვიჭერენ მხარს. მე ჩეხეთის ნაკრების სამი თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ მათ უაღრესად დისციპლინირებული გუნდი ჰყავთ. ისინი შეუდარებელნი არიან მეორე სართულზე. ეს ის გუნდია, რომელსაც მცირედი შანსიც ჰყოფნის გამარჯვების მოსაპოვებლად". განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.