სერხიო აგუერო და დავიდ ალაბა - ლაპორტას სატრანსფერო სამიზნეები
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უკვე ორი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს. ესენი "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო და "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა არიან.
აგუეროსა და ალაბას მოქმედი კონტრაქტების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. სწორედ ამიტომ ლაპორტასთვის მათი კანდიდატურა საინტერესოა. ამას ემატება ისიც, რომ "ბარსელონაში" თამაში ორივე ფეხბურთელს სურს.
MD-ს ცნობით, ალაბას აგენტი პინი ზაჰავია, რომელთანაც ჟოან ლაპორტას კარგი ურთიერთობა აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 28 წლის მოთამაშის წარმომადგენელი ხუთშაბათს ბარსელონაში იმყოფებოდა და კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებასაც კი მიაღწია. მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება ავსტრიელი უნივერსალის მაღალი ანაზღაურება, რაც ფინანსური კრიზისის გამო ძნელი გადასაჭრელია.
რაც შეეხება აგუეროს, 32 წლის შემტევს ლიონელ მესისთან ერთად თამაშის დიდი სურვილი აქვს. არგენტინელი ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, მაგრამ მას ტრანსფერიდან ბონუსის მიღება სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]