ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მომდევნო მეტოქე ცნობილია
ახლახან ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა გაიმართა და "ბარსელონას" მეტოქე გამოვლინდა.
"ბლაუგრანა" ინგლისის ვიცე-ჩემპიონს, "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი კატალონიაში ჩატარდება (23-24 მარტი), ხოლო განმეორებითი მანჩესტერში (31 მარტი-1 აპრილი).
"ქალაქელებს" ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 16 ტურში 12 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვთ. ეს გუნდი "ჩელსის" შემდეგ მე-2 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე "სიტიმ" ოთხივე თამაში მოიგო - ჯერ შვედურ "ჰეკენთან", შემდეგ კი იტალიურ "ფიორენტინასთან".
რაც შეეხებათ კატალონიელებს - მიმდინარე სეზონში მათ მხოლოდ 1 თამაში წააგეს, "ატლეტიკოსთან" ესპანეთის სუპერ თასზე, პენალტების სერიაში. დანარჩენ 22 შეხვედრაში "ბლაუგრანას" ქალთა გუნდმა მოიგო, მათ შორის 4 მარტივი გამარჯვება იზეიმა ჩემპიონთა ლიგაზე.
ცნობილია ისიც, თუ ვის შეხვდება "ბარსა" ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში. კატალონიელთა მეტოქე ფრანგულ გუნდებს, "ლიონსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის უფრო ძლიერი იქნება. "ლიონი" ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდია 7 მოგებით. ამ კლუბმა ბოლო 5 გათამაშება მოიგო. თუმცა მიმდინარე სეზონში პსჟ-სთან წააგო და ამის გამო შიდა ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]