პსჟ ლეო მესის გადასაბირებლად სრულ მზადყოფნაშია
ცნობილი ჟურნალისტი, მარსელო ბეშლერი, რომელმაც საზოგადოებას ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლის სურვილის შესახებ პირველმა ამცნო, ამჯერად ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"პარი სენ-ჟერმენს" ლეო მესის ხელში ჩასაგდებად გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. ფრანგებს გეგმის სისრულეში მოსაყვანად ხელს ეკონომიკური მდგომარეობაც უწყობთ.
პსჟ-ს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა "ბარსასთან" დაპირისპირებამდე თქვა: "ლეოსთან მოწინააღმდეგის ამპლუაში ბოლოჯერ ვითამაშებთ".
პსჟ-ში ჰგონიათ, რომ მესისთვის ბრძოლაში მათ კონკურენტი არ ჰყავთ. ფრანგებს სჯერათ, რომ ისინი ლეოს "ბარსაზე" უკეთეს პროექტს სთავაზობენ.
COPE-ს ვერსიით, ლეო მესი აჩქარებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]