რონალდ კუმანი უესკასთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი უესკასთან მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი, რონალდ კუმანი "უესკასთან" მატჩამდე პრესკონფერენციას მართავს:

ნაგელსმანი? გერმანელის მიერ ჩემთვის პატივისცემის მოთხოვნა ძალიან კარგი იყო.
ხვალ მოგება გვიწევს, რათა სატურნირო ცხრილში ლიდერს მივუახლოვდეთ. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, როგორც ეს ადრე გავაკეთეთ.
გვყავს თუ არა სოლიდური გუნდი? ალბათ, ზურგს დიდი გამოცდილება გვიმაგრებს. ამ დონისთვის მიღწევა ადვილი არაა. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, შეხვედრებისთვის მოვემზადოთ, ვიდრე - სხვებს ვუყუროთ. ჩავარდნა ყველა კლუბს აქვს.
ორშაბათ საღამოს ჩვენთვის თამაში უცნაური იქნება. სეზონის დასრულებამდე მარტივი მატჩები არ დარჩა, ამიტომ მყარად უნდა ვიდგეთ.
პრეზიდენტი ლაპორტა? ჯერჯერობით, მასთან ბევრი არ მისაუბრია. ამის შესაძლებლობა პარიზისაკენ მგზავრობისას გვქონდა.
მესისა და დე იონგს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ? ვიცით, რომ მათ მატჩის გამოტოვებამდე მხოლოდ 1 ბარათი აშორებთ, თუმცა ამაზე ფიქრი არ მსურს. ყველა თამაში მნიშვნელოვანია - ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ყოველი შემდეგი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია.
"ატლეტიკომ" ქულების დაკარგვა დაიწყო? ყოველთვის ვამბობდი, რომ გრძელი სეზონი გველოდებოდა. პირველ ნახევარში მადრიდელებმა ბევრი ქულა მოაგროვეს, თუმცა ამ ფორმის მუდმივად შენარჩუნება რთულია.
პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩი? ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, ის ეფექტურობა გვაკლდა, რაც "ბარსას" დონის გუნდს მოეთხოვება.
ახალგაზრდა ფეხბურთელებზე სალაპარაკო ბევრია, მაგრამ ასევე ვაფასებთ ისეთი გამოცდილი მოთამაშეების დონესა და გარჯას, როგორებიც ალბა, პიკე, ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან. "ბარსას" დიდი მომავალი აქვს.
ჟორდი კრუიფი? მას კარგად ვიცნობ, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოფიციალურად დადასტურებული არაფერია. 
მესის შეუძლია, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ჩავის გაუთანაბრდეს, რაც შესანიშნავი მიღწევაა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი გააკეთა ერნანდესმა კლუბისთვის და, ასევე, ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ლეო "ბლაუგრანასთვის". ვიმედოვნებ, არგენტინელი ტიტულების მოგებას ჩვენთან განაგრძობს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 14 მარტი 2021 20:37
    5
    ისე მიდის საქმე, რომ ყოველ ქულას ოქროს ფასი დაედო. რეალს თუ მოვუგეთ და ნაჯახებსაც იქნება კანფეტ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 მარტი 2021 19:38
    4
    უნდა ამოვტენოთ უესკა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #12 14 მარტი 2021 18:39
    2
    ფრენკის და ლეოს ყვითლები არ გამოგეპაროს კლასიკომდე თუარა შენ მოგცემ "ამაზე ფიქრი გსურს თუ იმაზე"
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #11 14 მარტი 2021 18:31
    3
    რაც დაგვრჩა უკვე ყველა მატჩი ფინალია და ყველა მატჩში გამარჯვება აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს
    ფანი [?]
    #10 14 მარტი 2021 17:55
    3
    ციტატა: nika 54
    არვიცი სხვაგან წავიკითხე თუ აქ, კუმანს თურმე ჰოლანდი არ მოწონს და ლუკაკუ ურჩევნია, რავიცი რაღა უნდა ვთქვა,

    ეგ მეც წავიკითხე მარა მერე რამდენიმე საათში არარის წინააღმდეგი მოყვანისო სხვა ვნახე კიდე..იტოკში ძაან ბევრი რაღაც დაიწერება ზაფხულამდე კიდე და სანამ ოფიციალურადო არ ეწერება არაფრის დაიჯერო დდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 მარტი 2021 17:54
    1
    კარგია რომ.ახალგაზრდებს აძლევს ბევრ შანსს.უესკასთან როტაციაა აუცილებელი!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 მარტი 2021 17:48
    0
    არვიცი სხვაგან წავიკითხე თუ აქ, კუმანს თურმე ჰოლანდი არ მოწონს და ლუკაკუ ურჩევნია, რავიცი რაღა უნდა ვთქვა,
    Always cule
    სტუმარი [?]
    #7 14 მარტი 2021 17:40
    1
    ამ სეზონში თუ დუბლი მოვიგეთ ძალიან მაგარი შედეგი იქნება, სეზონის დასაწყისში შეუძლებლად ჩანდა ყველაფერი და ახლა არის შანსები.
    Lasho
    სტუმარი [?]
    #6 14 მარტი 2021 17:28
    2
    ისე ამ 5 მცველიან ტაქტიკაში მესის ტრინკაო ან კონრადი რო ამოუყენოს საინტერესო იქნება
    Diana
    სტუმარი [?]
    #5 14 მარტი 2021 16:48
    3
    კუმან გვჯერა შენი 💙❤ ვფიქრობ ნებისმიერს შეუწყობს კლუბს და აათამაშებს გუნდში
    Culé [?]
    #4 14 მარტი 2021 16:33
    1
    მოვიგოთ უნდა აწე სულ ყველა თამაში. ❤💜 უესკასთან თუ პირველი ტაიმი მოვიგეთ მერე ახალგაზრდების დროა💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #3 14 მარტი 2021 16:28
    2
    In Koeman we trust 🔵🔴 VAMOOOSS
    --------------------
    NJR ❤
    Bobi
    სტუმარი [?]
    #2 14 მარტი 2021 16:27
    11
    მიდი რონალდ 💙❤️
    ეს კაცი ამ რესურსით კიდე მაქსიმუმს დებს ჩემი აზრით
    ვიტორ ბორბა ფერეირა
    სტუმარი [?]
    #1 14 მარტი 2021 16:27
    8
    ძაან მალე გამოვა კლუბი კრიზისიდან, ამ ზაფხულსვე მოხდება ეგ არ დაგავიწყდეთ რო ბარსელონა მარტო საფეხბურთო კლუბი არ არის, ძაან ბევრ გუნდურ სპორტის სახეობაში გვყავს გუნდი თან თან ყველგან წარმატებული ზოგ სახეობაში მაგ..ხელბურთში და ბალახის ხოკეიში N 1 ვართ...რა კრიზისზეა საერთოდ ლაპარაკი, ვინ არ მოისურვებს ამ კლუბის სპონსორობას აქეთ უნდა გვეხვეწებოდნენ ან თუნდაც ვალის რესტრუქტურიზაციაზე ვინ არ დათანხმდება იციან რო 1 ან 2 სეზონის შემოსავალია ეგ ვალი სულ და განულდება...და ლაპორტამ ეს ყველაზე უკეთ იცის, ასე რომ დალაგდება ყველაფერი ისე როგორც საჭიროა!