"დორტმუნდმა" ჰოლანდს ფასი დაადო | Bild
"დორტმუნდმა" გუნდის ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის ფასი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
ბოლო დროს 20 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ. არაერთი გამოცემის ინფორმაციით, ჰოლანდი კატალონიური კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას პრიორტეტია. თუმცა, ფინანსური კრიზისისა და "დორტმუნდის" მიერ დასახელებული თანხის ფონზე ნორვეგიელის შეძენა ძნელი წარმოსადგენია.
Bild-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი ზაფხულში ჰოლანდის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მოითხოვს. იმავე წყაროს ცნობით, ერლინგისთვის ამ ეტაპზე 6 კლუბი იბრძვის, მაგრამ "დორტმუნდისთვის" ოფიციალური შეთავაზება ჯერ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. ეს კლუბები არიან: "ბარსელონა", "რეალი", "იუვენტუსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
ერლინგ ჰოლანდი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება. მის ანგარიშზე 30 მატჩი, 31 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]