ტერ შტეგენი - "სოსიედადის" საზოგადოებრივი მტერი
"ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "სოსიედადისთვის" ნომერ პირველ საზოგადოებრივ მტრად იქცა.
გერმანელმა კარის დარაჯმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, სან სებასტიანელების წინააღმდეგ საკვანძო როლი ითამაშა, მოიგერია რა ორი პენალტი და "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფინალში გაიყვანა.
მისი თამაში ასევე შთამბეჭდავი იყო "სოსიედადთან" ლა ლიგის მატჩში, როდესაც კატალონიელებმა 2-1 იმარჯვეს. ტერ შტეგენმა დეკემბერში გამართულ მატჩში, ბოლო წუთებზე, ალექსანდერ ისაკის დარტყმული ფეხით მოიგერია და "ბლაუგრანას" სამი ქულა მოაპოვებინა.
რაც კიდევ უფრო უნდა აშინებდეს "სოსიედადს" ის არის, რომ გერმანელი გასვლით მატჩებში უფრო კარგ შედეგს აფიქსირებს, ვიდრე საშინაოში. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში, 28 წლის მეკარემ სტუმრად ჩატარებულ 13 შეხვედრაში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა. ამასთანავე, მან ზედიზედ 8 მოგებულ გასვლით მატჩში კარი 6-ჯერ შეინახა მშრალად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]