ვილიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, დავიდ ვილია ძალიან კმაყოფილი იყო შედეგით. როგორც იცით, ესპანეთმა 2:1 მოუგო ჩეხეთს, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იტყობინება გავლენიანი გამოცემა "ას". დავიდ ვილიამ ესპანეთის ნაკრებს თავისი დუბლის წყალობით, 3 ქულა მოუტანა და იგი გახდა საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში. "მატჩი დავიწყეთ არადამაჯერებლად, ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ ტაიმშიც შევქმენით მომენტები, მაგრამ ბედი და პეტერ ჩეხი ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ. ოპონენტები თითქმის ვერ მოდიოდნენ კასილიასის კართან, მაგრამ მაინც მოახერხეს და გაგვიტანეს გოლი. რაც შეეხება ჩემს გოლებს, მე მათ ვუძღვნი ჩემს მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და ყველას ვინც ჩემს გარემოცვაშია. მაგრამ სარეკორდო გოლი მივუძღვენი პეპე რეინას, ის ჩემი მეგობარია და შევპირდი, რომ სარეკორდო გოლს მის სახელზე გავიტანდი. მინდა მივულოცო ჩავის მეასე მატჩი ნაკრებშI, იგი ბრწყინვალე ადამიანი და პარტნიორია". დაასრულა ვილიამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]