"ბარსელონა" ადრიან რაბიოს სიტუაციას აკვირდება
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ადრიან რაბიომ, შესაძლოა, ტურინული კლუბი დატოვოს.
გავრცელებული ცნობებით, "ბებერი ქალბატონის" მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ნახევარდაცვის ხაზის გარდაქმნა სურს და არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში ფრანგი მოთამაშისა და იტალიური გუნდის გზები გაიყოს.
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, რაბიოს სიტუაციას "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ყურადღებით აკვირდებიან. კატალონიელებს 25 წლის ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ იმ დროს სურდათ, როცა ის "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას იცავდა.
რაბიოს კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2023 წლამდე მოქმედებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]