"ბარსელონა" "ვალენსიას" 17 წლის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს

"ბარსელონა" "ვალენსიას" 17 წლის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს

"ბარსელონას" ახალი დირექტორი, მატეუ ალემანი, კატალონიურ კლუბში "ვალენსიას" 17 წლის მარჯვენა ვინგერის, ფაბიო ბლანკოს მოყვანას გეგმავს. ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი ტონი ჟუანმარტი ავრცელებს. 

"ბარსა" ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. ალემანი მიიჩნევს, რომ ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდია, თუმცა ოფიციალურ დონეზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. 

ბლანკო "ვალენსიას" ახალგაზრდული გუნდის წევრია და კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. 

ახალგაზრდა მოთამაშეს ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს - მის ანგარიშზე 3 მატჩში გატანილი 1 გოლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 27 მარტი 2021 16:22
    0
    თუ მუქთად მოვა, ვნახოთ იქნებ გაამართლოს.
    Always cule
    სტუმარი [?]
    #11 27 მარტი 2021 11:18
    0
    ციტატა: ბასქუ10
    ციტატა: Always cule
    სად პოულობენ ასეთებს, ამის მოყვანას ჯობია ლა მასიელებს მიეცეთ შანსი

    რაიცი როგორია, ასე იყო პედრიც და კი გააოცა მსოფლიო, ბოლობოლო ახალგაზრდაა და თუარ გაამართლა გაუშვებენ ისევ ტან ბევრი ფული არ ექნებათ გადახდილი


    ხო პედრიზეც მასე იყო. მოიყვანონ და გამოჩნდება რა შეუძლია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 მარტი 2021 01:20
    0
    ვნახოთ ერთი რა ბიჭია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 მარტი 2021 01:09
    1
    კიდევ კარგი არ წერია აკვირდებიანო, თორემ ამდენი დაკვირვებით თვალები დაუელამდათ.
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #8 27 მარტი 2021 00:16
    2
    ციტატა: Always cule
    სად პოულობენ ასეთებს, ამის მოყვანას ჯობია ლა მასიელებს მიეცეთ შანსი

    რაიცი როგორია, ასე იყო პედრიც და კი გააოცა მსოფლიო, ბოლობოლო ახალგაზრდაა და თუარ გაამართლა გაუშვებენ ისევ ტან ბევრი ფული არ ექნებათ გადახდილი
    Diana
    სტუმარი [?]
    #7 26 მარტი 2021 23:13
    0
    Nini,
    რავიცი მგონი ვინც გაყავთ ტრანსფერზე ყველა უნდათ 😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 მარტი 2021 23:09
    2
    ასეთი ნიჭიერია?! თუ ნამდვილად ასეთი ნიჭიერია, 17 წლის ბიჭის მოყვანა, თანაც ვალენსიიდან არაა ურიგო იდეა
    პედრიც ასე არ მოვიდა?! ჯერ ბავშვია და გაიზრდება
    მთავარია ჰქონდეს მონაცემი, ნიჭი და განვითარების ჟინი და მონდომება
    და არც უცხოელია, აქვე ლევანტეს მხარიდან, მეზობელი რეგიონიდან
    მთლად მადრიდელი და კასტილიელი მაინც არ მინდოდა
    თუმცა სერხიო რამოსი გვარად გარსიაა, ეროკ გარსიას და ოსკარ მინგესა გარსიას მსგავსად... და ლუის ენრიკე მარტინეს გ ა რ ს ი ა -ს მსგავსად
    Always cule
    სტუმარი [?]
    #5 26 მარტი 2021 22:40
    0
    სად პოულობენ ასეთებს, ამის მოყვანას ჯობია ლა მასიელებს მიეცეთ შანსი
    Culé [?]
    #4 26 მარტი 2021 21:51
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    შეტევაში ყველაზე მეტად ჰალანდი გვინდაა.....

    საერთოდ უარი არ ითქვას ჰოლანდის ტრანსფერზე ანუ არ გადაიფიქრონ.
    Culé [?]
    #3 26 მარტი 2021 21:48
    2
    შეტევაში ყველაზე მეტად ჰალანდი გვინდაა.....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 26 მარტი 2021 21:41
    1
    ციტატა: Diana
    ახალგაზრდები ისედაც არ გვაკლია და ეს რაღათ უნდათ ? ამის ტრანსფერის ფული არ ჯობია შეინახონ confused

    ნეტა შემდეგი ვისი ტრანსფერი მოუვათ თავში აზრად.
    Diana
    სტუმარი [?]
    #1 26 მარტი 2021 21:37
    3
    ახალგაზრდები ისედაც არ გვაკლია და ეს რაღათ უნდათ ? ამის ტრანსფერის ფული არ ჯობია შეინახონ confused