ბოლო შეხვედრა ერიკ გარსიას ტრანსფერის თაობაზე
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას ტრანსფერს ამ კვირაში დაასრულებენ.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსას" წარმომადგენლები ესპანელი მოთამაშის აგენტს უახლოეს დღეებში ბოლოჯერ შეხვდებიან და ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს შეათანხმებენ.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ბლაუგრანას" უფასოდ შეუერთდება, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმებულია ხელფასის რაოდენობაც. მოსაგვარებელი მხოლოდ გარკვეული საბონუსე საკითხი დარჩა.
აქვე დავძენთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ტრანსფერი ოფიციალურად.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]