ოფიციალურად: "ბარსელონამ" ალექს კოლიადოს ხელშეკრულება გაახანგრძლივა
"ბარსელონა B-ს" 21 წლის კაპიტანი, ალექს კოლიადო, კატალონიურ კლუბში 2023 წლამდე დარჩება, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, "ბარსელონას" კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების უფლება ჰქონდა, რომელიც კლუბმა გამოიყენა.
ახალგაზრდა შემტევს პირველ გუნდში დებიუტი 2019 წლის 4 მაისს, "სელტასთან" შეხვედრაში ჰქონდა.
ესპანურ მედიაში არსებული ცნობების თანახმად, მომავალ პრესეზონს კოლიადო პირველ გუნდთან ერთად გაატარებს, სამწვრთნელო შტაბი კი გადაწყვეტს, დატოვონ იგი პირველ გუნდში თუ გაანათხოვრონ.
პირველ გუნდში გაფორმების შემთხვევაში, მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 50 მილიონი ევროდან 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]