ოსკარ მინგესა: "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი

ოსკარ მინგესა: "ბარსელონადან" წასვლაზე ვფიქრობდი

"ბარსელონას" 21 წლის მცველმა, ოსკარ მინგესამ, რომელიც პირველი გუნდის არაოფიციალური წევრი მიმდინარე სეზონში გახდა, La Vanguardia-სთან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

როცა "ბარსა ბ-ს" წევრი ვიყავი, ხანდახან სხვა კლუბში გადასვლაზე ვფიქრობდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ წასვლის ვარიანტს განვიხილავდი. ძალიან მცირე სათამაშო დრო მქონდა. 
პირველ გუნდში ყველამ კარგად მიმიღო, ისინი ჩემზე ზრუნავენ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. 
კონტრაქტის გახანგრძლივება? მოლაპარაკებებს მალე დავიწყებთ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 
ერიკ გარსიას გვერდით თამაში? საუკეთესოთა გვერდით ყოფნა ჩემთვის პრივილეგიაა. ის "ლა მასიაშია" აღზრდილი, "მანჩესტერ სიტის" რიგებში კი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომლის ფილოსოფიაც "ბარსელონას" იდენტურია. 
ალექს კოლიადო? მიხარია, რომ ის კლუბში დარჩება. "ბარსელონაში" მასთან ერთად არაერთი წელი გავატარე და ერთმანეთთან უამრავი მოგონება გვაკავშირებს. 
ჩემი და აკადემიის ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. ახლა კი უკვე პირველ გუნდში თამაშობს. 
სად ვიქნები 10 წლის შემდეგ? კარგი იქნება, თუ ბარსელონაში - ჩემს ქალაქში და კლუბში, სადაც გავიზარდე. იმედი მაქვს, ასე მოხდება. 

- განაცხადა მინგესამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 5 აპრილი 2021 13:28
    0
    ციტატა: me da barca
    თმა შეიჭერი, წვერი გაიპარსე, თავს ნუ იმახინჯებ და ვარჯიშს მიხედე. იღბალა ხარ და რაც ღმერთმა გიბოძა შეირგე და არ დაკარგო.

    არადა ორივე უხდება. laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 აპრილი 2021 01:53
    1
    ძაან მაგარი ბიჭი გამოდგა.იმედია კიდევ უფრო მოუმატებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Always cule
    სტუმარი [?]
    #7 4 აპრილი 2021 23:39
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Always cule
    მაგრად გაუმართლა ამას

    შანსიც გამოიყენა თორე ეგრე ბარტრასაც გაუმართლა მარა კი ზის ბეტისის სკამზე


    შანსი ვერ გამოიყენათქო არ ვამბობ, ძალიან კარგადაც გამოიყენა. არადა ბ გუნდის მესამე მცველი იყო და ახლა პირველ გუნდში აწინაურებენ.
    [?]
    #6 4 აპრილი 2021 17:04
    1
    ციტატა: Always cule
    მაგრად გაუმართლა ამას

    შანსიც გამოიყენა თორე ეგრე ბარტრასაც გაუმართლა მარა კი ზის ბეტისის სკამზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 აპრილი 2021 16:54
    2
    თმა შეიჭერი, წვერი გაიპარსე, თავს ნუ იმახინჯებ და ვარჯიშს მიხედე. იღბალა ხარ და რაც ღმერთმა გიბოძა შეირგე და არ დაკარგო.
    Culé [?]
    #4 4 აპრილი 2021 14:56
    2
    შენ და არაუხო უნდა იყოთ ძირითადში... მათალი დონე უნდა აჩვენო და დარჩები თუ გინდა კარიერის ბოლომდე💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Always cule
    სტუმარი [?]
    #3 4 აპრილი 2021 14:03
    0
    მაგრად გაუმართლა ამას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 აპრილი 2021 13:28
    0
    იმედია, ოღონდ თავში არ აგივარდეს.
    Culé [?]
    #1 4 აპრილი 2021 13:14
    6
    მჯერა რომ ამისგან დროთა განმავლობაში მაგარი და მაღალი დონის მცველი დადგება რომელიც ბარსელონაში დარჩება.