ვალიადოლიდთან მატჩის შემადგენლობის 3 ვარიანტი
ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში "ბარსელონა" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს. ამ თამაშში კატალონიური გუნდის მთავარი ამოცანა იოლი მოგება და მოახლოებული "ელ კლასიკოსთვის" ძალების დაზოგვაა.
Tribuna "ვალიადოლიდთან" მატჩის შემადგენლობის 3 სავარაუდო ვარიანტს წარმოგვიდგენს:
ვარიანტი 1

შემადგენლობა: ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, ლანგლე - დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი - მესი, დემბელე.
- არაუხო უკვე სრულად გამოჯანმრთელებულია და შესაძლოა, დაცვის ცენტრში სწორედ ურუგვაელი მოგვევლინოს.
- კუმანის განცხადებით, იგი დე იონგის დასვენებას არ აპირებს, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი კვლავ 3-5-2 სქემით ითამაშებს.
- მესის შეტევაში, შესაძლოა, დემბელე შეუწყვილდეს, გრიზმანი კი სათადარიგოთა შორის დარჩეს.
ვარიანტი 2

შემადგენლობა: ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, ლანგლე - ს. რობერტო, ბუსკეტსი, ალბა, დე იონგი, პედრი - მესი, გრიზმანი.
- ამ შემთხვევაში შემადგენლობის პირველი ვარიანტისგან განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სასტარტოში, შესაძლოა, დემბელეს ნაცვლად გრიზმანი ვიხილოთ, დესტი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩეს და მის ნაცვლად ახალგამოჯანმრთელებულმა სერჟი რობერტომ ითამაშოს.
ვარიანტი 3

შემადგენლობა: ტერ შტეგენი - მინგესა, დე იონგი, ლანგლე - დესტი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა - მესი, დემბელე, გრიზმანი.
- კუმანმა, შესაძლოა, გუნდი 3-4-3 ტაქტიკით ათამაშოს და მესის, გრიზმანისა და დემბელეს ტრიო სასტარტოში დააყენოს, დე იონგი კი ისევ ცენტრალურ მცველად განამწესოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]