აგუეროს წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კლუბი დაუკავშირდა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილია, რომ აგუერო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" უფასოდ დატოვებს. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის შემტევის დამატებას "ბლაუგრანა" ცდილობს, თუმცა, როგორც ირკვევა, მის ტრანსფერზე ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც" აქტიურად მუშაობს.
რომანოს ცნობით, აგუეროს წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კლუბი დაუკავშირდა. ესენი "ბარსელონა" და პსჟ არიან.
იგივე წყარო იტყობინება, რომ სერხიო აგუერო ევროპაში კიდევ 1-2 სეზონი ითამაშებს, შემდეგ კი იგი სამშობლოში დაბრუნდება და არგენტინულ "ინდეპენდიენტეს" მიაშურებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]