ლუიშ ფაბიანო: "ბარსასთან" სათამაშოდ მზად ვარ
ესპანური "სევილიას" თავდამსხმელი ლუიშ ფაბიანო შეძლებს დღეს გასამართ მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღებას, იტყობინება Marca.
ბრაზილიელმა ბოლომდე მოიშუშა ტრავმა, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში მიიღო და მზად არის ბრძოლისათვის.
"მე ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და ახლა ბრწყინვალე ფორმაში ვარ. ბოლო დღეებში ნორმალურად ვვარჯიშობდი. უნდა აღინიშონს, რომ მე იმაზე ადრე განვიკურნე, ვიდრე ველოდი. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს "ბარსასთან", ჩვენ ჩვენი გულშემატკივრის დახმარებით უნდა დავთრგუნოთ ისინი",- განაცხადა ლუიშ ფაბიანომ.
წყარო: Championat.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]