ბარსას 2022/23 წლების სეზონის საშინაო ფორმის დიზაინი
Footy Headlines-მა 2022/23 წლების სეზონისთვის "ბარსელონას" საშინაო ფორმის დიზაინის ფოტოსურათები გაასაჯაროვა.
"ბლაუგრანას" ახალი მაისური 3 ფერისგან შედგება - ლურჯი, მუქი ლურჯი და წითელი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპონსორის წარწერა დაამშვენებს კატალონიელთა მაისურს 2022/23 წლების სეზონში, რადგან "ბარსას" Rakuten-თან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.
"ბარსელონას" ახალი საშინაო ფორმა 1990-იანი და 2000-იანი წლების მაისურების დიზაინითაა ინსპირირებული. იგი 2022 წლის მაისამდე არ გამოვა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]