ESPN: "ბარსელონამ" კონრად დე ლა ფუენტე ტრანსფერზე დააყენა
"ბარსელონამ" გუნდის ამერიკელი შემტევი, კონრად დე ლა ფუენტე, ტრანსფერზე დააყენა, იტყობინება ESPN.
გამოცემის მტკიცებით, კლუბში კონრადის შესაძლებლობებს აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ იგი პირველ გუნდში არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლებს, ამიტომაც, შესაფერისი შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, "ბარსა" მას გაყიდის.
მისი შეძენით რამდენიმე ესპანური და გერმანული კლუბია დაინტერესებული. "ბარსელონას" სურს, რომ გარიგებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის პირობაც იყოს გათვალისწინებული.
19 წლის დე ლა ფუენტეს "ბლაუგრანასთან" მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა კლუბს მისი 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]