ფრენკი დე იონგი "ელ კლასიკოს" წინ

ფრენკი დე იონგი "ელ კლასიკოს" წინ

მადრიდის "რეალთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან "ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ისაუბრა. 

"კლასიკოს" წინ წნეხი ყოველთვის გაზრდილია. არ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტია, თუმცა მოგებას ჩვენთვის მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ სამ ქულას ავიღებთ, საბოლოო მიზანთან ძალიან ახლოს მივალთ. 
ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიგებთ თუ არა ლა ლიგას. თუ ყველა დარჩენილ შეხვედრაში გავიმარჯვებთ, პირველ ადგილს დავიკავებთ. თასის ფინალიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ და მთლიანად "რეალთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. 
"ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ყოველთვის მინდოდა აქ მოვხვედრილიყავი, ახლა კი იმაზე ვზრუნავ, რომ კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. 
"ბარსას" ლეგენდარულ ფეხბურთელებთან საკუთარი თავის შედარება მიჭირს. მინდა, საკუთარი ისტორია თავად დავწერო.
ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი? არ ვიცი. ალბათ მესი. როცა მე 12 წლის ვიყავი, ის უკვე საუკეთესო იყო. 
ყოველთვის იმ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის. ხშირად ვამბობ, რომ თავს ყველაზე კომფორტულად მოედნის ცენტრში ვგრძნობ, მაგრამ პრობლემა არ მაქვს, თუ გუნდის დახმარება სხვა პოზიციაზე ყოფნით მომიწევს. 
პოზიცია ჩემი ვარჯიშის რუტინას არ ცვლის, ასე რომ, ამას ჩემზე დიდი გავლენა არ ექნება, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ცენტრალურ დაცვაში კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ. 
პრე-სეზონი არ გვქონდა. სეზონის დასაწყისში ჯერ კიდევ ახალ სისტემასა და ახალ თანაგუნდელებს ვეჩვეოდით, ახლა კი კარგად შევთამაშდით. გუნდს თავდაჯერება მოემატა. 
ახალგაზრდა ფეხბურთელებს "ბარსელონას" დნმ აქვთ. ისინი სწრაფად პროგრესირებენ, რაც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
ცუდია, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ ამ სეზონში ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებას მაინც ვაპირებთ, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძოლებ. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 10 აპრილი 2021 14:31
    0
    იმედია დღესაც დაცვაში არ დააყენებს კუმანი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 აპრილი 2021 10:42
    0
    დეიონგი ბუსკეცი პედრი
    VS
    მოდრიჩი კაზემირო კროოსი.
    ცენტრზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #3 10 აპრილი 2021 01:33
    2
    შენ კიდე ჯიგარო რო დაგიღია პირი და წივიხარ სადაც საჭიროა იქ ვიდგებიო ხო ხედავ ეს დიდ თავაც მანდ გაყენებს ზუსტად სადაც ცუდი ხარ და რო ქლიავდები ვერ ატყობ ამ დაცვაში თამაშით?წადი გააფსი წინ ირბინე შეჩემა ამხელა კლასი გაქ ჯუჯას მაინც მიეშველები შეტევას რამეს მაინც დაამსგავსებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2021 22:36
    2
    შენზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებილი ფრენკი ხვალ კარიერის მატჩი უნდა დადო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2021 21:01
    4
    იმედია ხვალ ცენტრში იქნები და არა დაცვაში..💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "