ივან რაკიტიჩი: ელ კლასიკო განსხვავებულია

ივან რაკიტიჩი: ელ კლასიკო განსხვავებულია

უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ ივან რაკიტიჩმა "ბარსელონას" ოფიციალურ ტვიტერის გვერდთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და სხვა მატჩებთან განსხვავებაზე გაამახვილა ყურადღება.

"როგორც წესი, ვამბობთ, რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია... ლა ლიგაში მთავარი 3 ქულაა... მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კლასიკო განსხვავებულია. როდესაც ასეთ დიდ შეხვედრაში თამაშობ, მუცელშიც კი განსაკუთრებული შეგრძნებები ჩნდება. რამდენჯერაც არ უნდა თქვა, რომ ელ კლასიკოს წინ სხვა მატჩების მსგავსად ემზადები, რეალურად ეს მაინც სულ სხვა რამაა."

ივანს ელ კლასიკოში თამაშის გამოცდილებასთან ერთად გატანილი გოლის სიხარულიც კარგად ახსოვს. მან თავის გამოჩენა 2017 და 2019 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოახერხა. 

ლა ლიგის მიმდინარე სეზონის რიგით მეორე ელ კლასიკო ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 აპრილი 2021 15:10
    0
    მადლობა ივან მაგ ორი გოლისთვის. 2017 ში მაგარი გაუშვა თან სუსტი ფეხით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აპრილი 2021 13:15
    0
    ახლა საჭიროა ახალგაზრდების გამხნევება რო არ ინერვიულონ. აჩვენონ 15 წლის წინანდელი კლასიკო ლეომ რო პირველი ჰეთტრიკი შეუსრულა რეალს და აუხსნან ახალგაზრდებს რომ რეალშიც ჩვეულებრივი ადამიანები თამაშობენ.