ნეიმარის ყოფილი აგენტი: ბრაზილიელი პარიზში ძალიან ბედნიერია
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის ყოფილი აგენტის, ვაგნერ რიბეირუს განცხადებით, ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ზე უკეთეს შეთავაზებას მსოფლიოს ვერცერთი კლუბი ვერ გაუკეთებს.
ბოლო დროს ნეიმარს "ბარსელონას" ისევ აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობებით, 29 წლის შემტევმა როგორც კი გაიგო, რომ ლიონელ მესი "ბარსელონაში" დარჩენას აპირებს, პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზაფხულში ნეიმარის "ბლაუგრანაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საგა გველის.
მსოფლიოს არცერთ კლუბს არ შეუძლია შესთავაზოს ნეიმარს ის, რასაც "პარი სენ-ჟერმენი" სთავაზობს. ის პარიზში ძალიან ბედნიერია. "რეალს" ფინანსური პრობლემები აქვს. "ბარსა" კიდევ უფრო ცუდ დღეშია. ნეი საფრანგეთის დედაქალაქში კარგად ცხოვრობს და შესანიშნავ გუნდში თამაშობს.
- ციტირებს რიბეირუს სიტყვებს L'Equipe.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]