MD | "ბარსელონა" კლემან ლანგლეზე შეთავაზებებს განიხილავს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" სამუელ უმტიტისთან ერთად კიდევ ერთი ფრანგი მცველის, კლემან ლანგლეს გაყიდვას შეეცდება.
MD-ის ინფორმაციით, კლუბი მის თაობაზე შეთავაზებებს განიხილავს და მისაღებ ვარიანტს აარჩევს.
'ბარსაში" კლემან ლანგლეს შემცვლელად ერიკ გარსიას მიიჩნევენ და სწორედ ესპანელი უნდა შეუწყვილდეს თანამემამულე ჟერარ პიკეს დაცვის დუეტში.
ლანგლემ "კადისთან" დაშვებული შეცდომის შემდეგ თამაშის ხარისხი გამოასწორა, თუმცა ეს ცენტრალური მცველის მიმართ ნდობის აღსადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ერიკ გარსიას ტრანსფერი ჯერჯერობით კვლავ განხილვის საგანია. ფეხბურთელის აგენტი და კლუბი ჯერჯერობით ხელფასზე ვერ თანხმდებიან, თუმცა კატალონიელები "სიტის" მოთამაშის დამატების მხრივ კვლავაც ფავორიტებად რჩებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]