ფლორენტინო პერესი: სუპერ ლიგა ბარსელონას დაეხმარება

ფლორენტინო პერესი: სუპერ ლიგა ბარსელონას დაეხმარება

მადრიდის "რეალისა" და ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა El Chiringuito-სთან ახალი ევროპული სუპერ ტურნირის შექმნის შესახებ ინტერვიუ ჩაწერა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

გვჯერა, რომ სუპერ ლიგა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად კლუბებს დაკარგული შემოსავლების დაბრუნებაში დაეხმარება.

ფეხბურთი, ისევე, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, განვითარდა. ინტერესი იკლებდა. ახალგაზრდები ინტერესს კარგავენ, რადგან უამრავი დაბალი დონის თამაშია. რაღაც უნდა გაკეთებულიყო.

უკეთესია, თუ ფული შემოვა. უფრო მეტი ფეხბურთელის შეძენას შევძლებთ. ასევე შევინარჩუნებთ სოლიდარობას მოკრძალებულ კლუბებთან.

"რეალმა" 400 მილიონი ევროთი იზარალა და ამისთვის არაფერი გაკეთებულა. სუპერ ლიგა კლუბებს ფინანსურად გადაარჩენს.

როდესაც არ გაქვთ შემოსავალი, გარდა სატელევიზიო უფლებებისა, უნდა იპოვოთ გამოსავალი უფრო სანახაობრივი მატჩების შესაქმნელად, რაც ფანებს დიდი კლუბების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის ხილვის საშუალებას მისცემს.

სუპერ ლიგა ფეხბურთის გადასარჩენად შევქმენით.

ფეხბურთი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სანახაობრივი უნდა გახდეს. მაგალითად, "მანჩესტერი"-"ბარსელონა" უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე "მანჩესტერის" თამაში რომელიმე უფრო პატარა გუნდის წინააღმდეგ.

UEFA გამჭვირვალე არაა, ეს მონოპოლიაა. ჩვენ მილიარდებს ვკარგავთ...

სუპერ ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატიდან არ მოკვეთენ. გარანტიას გაძლევთ.

ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთმა კლუბმა 250 მილიონი ევრო დაკარგა. იყო 180-მილიონიანი ზარალიც.

"პარი სენ-ჟერმენი" სუპერ ლიგაში არ მოგვიწვევია. გერმანულ კლუბებთან არ გვისაუბრია. 12 კლუბი ვართ და გვინდა, 15 გავხდეთ. თუ "ბაიერნი" და პსჟ გაწევრიანებაზე უარს იტყვიან, სუპერ ლიგა არ გაუქმდება.

სუპერ ლიგა "ბარსელონას" დაეხმარება. ლაპორტას დარწმუნება არ გამჭირვებია.

იმედი მაქვს, მესი "ბარსაში" დარჩება.

სუპერ ლიგის პრეზიდენტობა? თუ გინდათ, ჩემს პოსტს ლაპორტას ხვალვე დავუთმობ. მე ამირჩიეს, რადგან 20-წლიანი გამოცდილება მაქვს.

ლაპორტა ტურნირის შექმნის იდეის განსამარტად ინტერვიუს სამშაბათს ჩაწერს.

როდესაც "ბარსელონა" "რეალს" უპირისპირდება, მთელი მსოფლიო ჩერდება და თამაშს უყურებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სუპერ ლიგა აგვისტოში დავიწყოთ.

თუ UEFA-ს უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმირებისთვის 2024 წლამდე მოიცადოს, მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ არავის ველოდებით და სუპერ ლიგა რაც შეიძლება მალე დაიწყება.

თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებთ, UEFA-სგან 120-130 მილიონ ევროს მიიღებთ, თუმცა, სუპერ ლიგის წყალობით, ბევრად მეტს გამოიმუშავებთ.

შევეცდებით, სუპერ ლიგისთვის პროფესიონალური კრიტერიუმების გათვალისწინებით საუკეთესო მსაჯები შევარჩიოთ.

12-მა კლუბმა კონტრაქტი გააფორმა. ვერავინ დაგვტოვებს. ჩვენ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Diana
    სტუმარი [?]
    #18 20 აპრილი 2021 21:42
    0
    MARI=BARCA-fan,
    სადმე დავწერე გრანდები არ უნდა იყოსთქო ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 20 აპრილი 2021 16:07
    0
    საინტერესოა პარალელურად ჩ. ლიიგაც იქნება? შიდა ჩემპიონატში პირველი ადგილის გარდა ოთხეულს აზრი ეკარგება, რადგან ადგილი ისედაც გარანტირებული გაქვს. თუ პირველი სამი ადგილი სუპერ ლიგის გუნდებმა დაიკავეს შიდა ჩემპინატში, გამოდის, რომ ჩ. ლიგაზე 1 გუნდი ეყოლებათ. ინგლისში სავარაუდოდ ეს გუნდები იქნებიან ოთხეულში და გამოდის, რომ საერთოდ არ ეყოლება. ან ჩ. ლიგაც უნდა გადაკეთდეს ან რაღაცნაირად შეთანხმდნენ თუ როგორი ფორმატი იქნება. მოკლედ ბევრი კითხვებია და ამას თანდათანობით გაეცემა პასუხი. დარწმუნებული ვარ სანამ საბოლოო სახეს მიიღებს, მანამ ცხრაჯერ გადაკეთდება, კორექტირება შევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 20 აპრილი 2021 14:45
    3
    იმ ტურნირს გავარტი ეს მაფიოზი რო ეყოლება პრეზიდენტად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #15 20 აპრილი 2021 14:09
    0
    Diana,
    გრანდების გარეშე ჩემპიონატები მაყურებელს დაკარგავენ, აქედან გამომდინარე შემოსავალსაც.
    Diana
    სტუმარი [?]
    #14 20 აპრილი 2021 13:48
    0
    nika 54,
    ჰო თან პერესი მხსნელად რომ გამოყავთ მაგაზე მეცინება , ეუფასთან და ფიფასთან ერთად ესეც კარგი კორუმპირებული ტიპია და ლიგა რა თანხასაც მიიღებს ეგ რომ გადამალავს ისე უნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 20 აპრილი 2021 13:46
    3
    სუპერ ლიგის პრეზიდენტობა? თუ გინდათ, ჩემს პოსტს ლაპორტას ხვალვე დავუთმობ. მე ამირჩიეს, რადგან 20-წლიანი გამოცდილება მაქვს.
    სუპერ ლიგა "ბარსელონას" დაეხმარება. ლაპორტას დარწმუნება არ გამჭირვებია
    შევეცდებით, სუპერ ლიგისთვის პროფესიონალური კრიტერიუმების გათვალისწინებით საუკეთესო მსაჯები შევარჩიოთ.

    მოკლედ გული დამეწვა, ბარსაზე ზრუნვით აღარ არის ეს კაცი, მსაჯებსაც უფრო კარგებს შეარჩევს, იცის რო გაგვტანჯა. ამ კაცს ცალი ფეხი სამარეში აქვს და სიკვდილის წინ ეტყობა კაი დიდი კუში უნდა შვილებს დაუტოვოს.

    ციტატა: Clever liar
    უეფას რულავსო, ყველა მოსყიდული ყავსო, ბურთულებს აცხელებსო, ესო ისოდა აგერ კაცი პირდაპირი მტერი და დამანგრეველია უეფასი :D ან ისეთ ღრმა ვალშია რო ბერნაბეუს პროექტის გადასარჩენად სხვა ვარიანტი არ არსებობს, ან კიდე რაღაც დაპირებში დააპაშოლეს და გაწბილებულია მაგარი :))

    ხოდა რო ვეღარ აცხელებს იმ ბურთულებს იმიტომაა გამწარებული. ეხლა თვითონ იქნება პრეზიდენტი რაღაც ლიგის და იასნია უნდა ბურთულებს გააცხელებს უნდა თავის კვერცხებს.
    Diana
    სტუმარი [?]
    #12 20 აპრილი 2021 12:49
    3
    Don_Andresito,
    ელ კლასიკო შიდა მატჩების გამო ტარდება მინიმუმ 2 ჯერ , და მარტო ეგ ხო არაა , პირადად მე მიმაჩნია რომ ყოველთვის ძლიერი გუნდების დაპირისპირება ვერ შეუწყობს ხელს ფეხბურთის განვითარებას , სუპერ ლიგის ფორმატი არის დასახვეწი , ბევრი დეტალი უნდა შეიტანონ , სხვა გუნდებს მისცეს მეტი შანსი , და თუ ეს პროექტი ფინანსურად გაამართლებს დარწმუნებული ვარ ფულზე დახამებული პერესი და კიდევ ბევრი სხვა არ გააუქმებს ამ ლიგას , და მითუმეტეს , რომ უეფასთან ამ ყველაფრის შემდეგ არ ითანამშრომლებს , თუ რამეა მოსაგვარებელი ახლა უნდა შეთანხმდნენ
    Culé [?]
    #11 20 აპრილი 2021 12:41
    0
    უეფას რულავსო, ყველა მოსყიდული ყავსო, ბურთულებს აცხელებსო, ესო ისოდა აგერ კაცი პირდაპირი მტერი და დამანგრეველია უეფასი :D ან ისეთ ღრმა ვალშია რო ბერნაბეუს პროექტის გადასარჩენად სხვა ვარიანტი არ არსებობს, ან კიდე რაღაც დაპირებში დააპაშოლეს და გაწბილებულია მაგარი :))
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #10 20 აპრილი 2021 12:37
    1
    რეალის პრეზიდენტი კიდე ესაა😅
    [?]
    #9 20 აპრილი 2021 12:34
    2
    ციტატა: Diana
    MARI=BARCA-fan,
    მე როგორც წავიკითხე 15 გუნდი იქნება მუდმივი და 5 სხვადასხვა ქვეყნებიდან აირჩევა ყოველ წელს და სწორედ მაგიტომ ვამბობ მოგვბეზრდება სულ ერთი და იმავე გუნდების თამაში რაც არ უნდა გრანდები იყოს

    მაინც ეგრე არაა? კლასიკოც ყოველ წელსაა, მინიმუმ 2 ჯერ, რა გვბეზრდება? მერე ახალი ფეხბურთელებით რო შეივსებიან გრანდები ან რაღაც ცვლილებები მოხდება შემადგენლობაში, უფრო საინტერესო არ იქნება თამაშები? ღირსეული მოიგებს ტურნირს ნებისმიერ შემთხვევაში. აბა რომას ვოლფსბურგს, უსუსტესს სიტის რო მოუგებ და ატლეტიკოსთან 120 წუთი მეორე ნომრად რო ითამაშებ და პენალტებში ლიგას დადებ ტეხავს. ეგ რეალი მაგ წელს მინიმუმ 4 გუნდზე სუსტი იყო. მე ვეთანხმები მაგ პროექტს თუ შიდა ჩემპიონატებს საფრთხე არ დაემუქრებათ. ლიგაზე კიდე ითამაშონ პსჟ ბაიერნმა ლივერპულმა, ლესტერმა და სხვებმა. ოღონთ ის რო მუდმივი წევრი ხარ არაფერს უნდა ნიშნავდეს, შიდა ჩემპიონატში 4 ულს მიღმა რომელიც დარჩება შიდა ტურნირზე რაიმე მინუს ქულა უნდა იყოს, ჩემპიონებს + ქულები, 4 ულის მუღამი რო არ მოკვდეს ტურნირებზე. თან კწრგი დარტყმაა ისეთი კანტორებისთვის როგორებიც ფიფა უეფა არიან. იფიქრონ იმაზე რო ჯიბეში ნაკლები წაიღონ და ინვესტორები მოუმატონ რო საპრიზო ფონდმაც მოიმატოს. და მერე 2-3 წლის მერე რო მოითქვამენ გრანდები სულს, გაუქმდეს.
    ფანი [?]
    #8 20 აპრილი 2021 12:34
    3
    იმის შიშით ტორტი არ მომბეზრდესო წელიწადში ერთხელ ჭამთ? :დ ეხლა წარმოიდგინე ბარსა-მანჩესტერი ჩაქაფულია რეალი-იუვე მწვადი არსენალი-ინტერი საცივი კლასიკო წითელი ღვინო ამ ყველაფერზე მოგბეზრდებათ? გადადით სუხარზე სლავია-ბენფიკა ან გამოხდილ წყალზე პანათინაიკოსი-ზაგრების დინამო :დ კაცს რო ეშინია მდიდარი არ გავხდეო და ფულს არ შოულობს :დ მიაყენოს უეფამ და ფიფამაც ფეხბურთელები ნაკრებებში არ ითამაშებენო რო თქვას იტალიამ ესპანეთმა ინგლისმა ბრაზილიამ და არგენტინამ ჩვენი ვარსკვლავების გარეშე არ მივიღებთ მონაწილეობას ტურნირზეო კვიპროსსა და ოკეანეთს შორის ათამაშებენ მსოფლიო თასს?
    ფანი [?]
    #7 20 აპრილი 2021 12:32
    7
    უმაღლესი დონის მენეჯერია, თავისი საქმის გენიოსი, რაც არ უნდა ილაპარკოთ, ფაქტია
    ferreira10
    სტუმარი [?]
    #6 20 აპრილი 2021 12:30
    3
    როგორ მინდა ამ ნაბიჭვარს ყელი გამოვჭრა ბლაგვი დანით
    Diana
    სტუმარი [?]
    #5 20 აპრილი 2021 12:05
    2
    MARI=BARCA-fan,
    მე როგორც წავიკითხე 15 გუნდი იქნება მუდმივი და 5 სხვადასხვა ქვეყნებიდან აირჩევა ყოველ წელს და სწორედ მაგიტომ ვამბობ მოგვბეზრდება სულ ერთი და იმავე გუნდების თამაში რაც არ უნდა გრანდები იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 აპრილი 2021 12:04
    5
    მაგარი კაცია პერესი. ერთად ერთი პატარა გუნდები დაზარალდება მაგრამ დროთა განმავლობაში ფორმატი სავარაუდოდ შეიცვლება და ვინც იმსახურებს იმ გუნდებსაც მიეცემა შანსი. აუცილებლად გაიზრდება გუნდების რაოდენობაც. ეს ყველაფერი ჯერ ჩანასახის სტადიაშია. უეფამ მართლა მოჭამა დრო. რაც შეეხება ფიფას ჩემი სიტყვა გახსოვდეთ ფიფაც და უეფაც ცოტა ხანში უკანალის ლოკვას დაუწყებენ სუპერ ლიგას
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #3 20 აპრილი 2021 12:01
    0
    ციტატა: Diana
    სუპერ ლიგას აქვს თავისი უარყოფითი იმ მხრივ რომ ჩაკეტილია ფაქტობრივად ვერავინ შევა ვერავინ გამოვა

    აი ეს მომენტი ვერ გავიგე..
    ანუ რა გამოდის, საუკუნეები მარტო ეს გუნდები იქნებიან?
    არასწორი პრინციპით აწყობენ ტურნირს - ბოლოადგილოსანი გუნდი სად უნდა დაქვეითდეს, მაინც რჩება და სადმე რომელიმე ჩემპიონატის ( ხუთეულს ვგულიცხმობ) ლიდერით არ ჩანაცვლდება.. wink
    ""=ფანებს დიდი კლუბების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის ხილვის საშუალებას მისცემს="" - პერესი
    === მათ ყურებას მუღამი და მოლოდინი აღარ ექნება! wink
    Diana
    სტუმარი [?]
    #2 20 აპრილი 2021 11:20
    6
    უეფა და ფიფა იმაზე მეტს იღებს ვიდრე გუნდებს აძლევს , არიან კორუმპირებულები ესაა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც კარგია ახალი ლიგის შექმნა , არ იქნებოდა ბევრი გუნდი ვალებში მათშორის ბარსელონა საჭირო და აუცილებელ თანხებს რომ იღებდნენ , მაგრამ სუპერ ლიგას აქვს თავისი უარყოფითი იმ მხრივ რომ ჩაკეტილია ფაქტობრივად ვერავინ შევა ვერავინ გამოვა , გრანდების დაპირისპირება რომელიც თავიდან კი სასიამოვნო საყურებელი იქნება მაგრამ მალე მოგვბეზრდება , მთელი მუღამი ისაა დიდი გუნდები წლების მერე რომ უპირისპირდება ერთმანეთს , არ აქვთ სხვა გუნდებს განვითარების საშუალება , ვეღარ ვიხილავთ პატარა გუნდების დიდი პერფორმანსებს , უეფა და ფიფა მიხვდა რა საფრთხის წინაშეც არის ამიტომ დააწვნენ ფეხბურთელებს და დაიწყეს დისკვალიფიკაციები , სამწუხაროდ მათი ღორობის გამო ისჯებიან ფეხბურთელები და ჩვენ )))) რავი ჩემი აზრით უეფა და ფიფა დანებდება , შიდა ჩემპიონატებში ჩვეულებრივად მიიღებენ მონაწილეობას გუნდები , მაგრამ პერესმაც უნდა მისცეს საშუალება სხვა გუნდებს , ნუ წაგვართმევენ იმ ფეხბურთს რის გამოც გვიყვარს რეალურად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აპრილი 2021 11:17
    2
    რავიცი რავიცი
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️