პაულო დიბალა: მესის იუვენტუსში გადმოსვლაზე საუბრები იყო
ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მის თანამემამულე ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს კატალონიურ მომავალზე საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ აგუერო "ბლაუგრანას" უფასოდ შეუერთდეს, მესი კი კატალონიურ გუნდში დარჩეს.
ცოტა ხნის წინ დიბალამ Twich-ში ისაუბრა. აგუეროსთან და მესისთან დაკავშირებით პაულოს სიტყვებს Goal ციტირებს:
აგუერო "ბარსელონაში"? მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით მესისთან.
მესის დარჩენა? მჯერა, რომ მისი კარიერისთვის "ბარსელონაში" დარჩენა უნიკალური იქნება იმის მიუხედავად, გადავა თუ არა აგუერო.
მესის "იუვენტუსში" გადმოსვლასთან დაკავშირებით საუბრები იყო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა.
Twich-ში საუბრის კიდევ უფრო საინტერესო მონაკვეთს ავრცელებს ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]