ბარსა აგუეროსა და დეპაის შორის არჩევანს გააკეთებს - ფაბრიციო რომანო

ბარსა აგუეროსა და დეპაის შორის არჩევანს გააკეთებს - ფაბრიციო რომანო

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ერთ-ერთ პოდკასტში "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონის" თავდამსხმელების, სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლაზე ისაუბრა.

აგუეროზე ვისაუბრებ. მოვისმინეთ ჭორები, რომ სერხიომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა გააფორმა. ეს ასე არაა.

აგუერო "ბარსაში" გადასვლას ისურვებდა. მისი ოცნება მესისთან ერთად "ბლაუგრანაში" თამაშია.

არგენტინელი "ბარსას" ერთ-ერთი ვარიანტია, ისევე, როგორც დეპაი, მაგრამ სერხიოს ტრანსფერი შეთანხმებული არაა.

აგუერო და დეპაი ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან, ასე რომ, "ბარსელონა" უახლოეს კვირებში გადაწყვეტს, რომელი მათგანის შეძენა სურს.

- აცხადებს ფაბრიციო რომანო.

აგუეროს უპირატესობა დეპაისთან შედარებით ისაა, რომ მას ლეო მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა, არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევი რონალდ კუმანის პრიორიტეტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 აპრილი 2021 13:57
    0
    ორივე მოუყვანონ და ბრეითვეიტი გრიზმანი გინდაც დემბელე გაუშვან, სანამ ნეიმარს ან ჰოლანდს არ ვიყიდით, იმდენს ვერ გააფუჭებენ რასაც ეს სამი აფუჭებს.
    [?]
    #4 25 აპრილი 2021 00:55
    0
    ციტატა: Barca for life
    ციტატა: B.A.r.c.A
    კაროჩე აგუერო რო მოვიდეს კუმანი მაინც არ ათამაშებს 100 % ვიცი ტყუილად ეჯდება სკამზე და ისევ დეპაის მოყვანა ჯობია მაგ პონტში რა აზრიაქ მოიყვანო და არ ათამაშო

    თუ არ ათამაშებს და კიც გაანაწყენებს მერე ერთ ვიღაცას და ვაი მერე მაგ განაწყენებასაც, 2 დღეში არ მოხსნან კუმანი.
    პ.ს. აგუეროს რაც შეეხება, დიდი გამოსავალი არაა ამის მოყვანა, უკვე ძალიან დაგვიანებულია, პარალელუერად სადაც სუარესს უშვებ და აგუერო მოგყავს არაა დალაგებული საქციელი, კლასი აქვს მაგრამ ტრავმიანი და ბებერია, სად წაუცდება ფეხი არ ვიცით და მეშინია მთლად უწინდელი დემბელესავით არ დაგვაწვეს მერე კისერზე.

    აგუერო დიდ ხელფასსაც მოითხოვს, მარა ყველანაირად ჯობს. ათამაშებს თუ არა არ ვიცი მარა დეპაის რო უეჭველი ათამაშებს ეგ ვიცი და დემბელე არ მოგვენატროს. საფრანგეთში გატანილი გოლებით ვერ დავივასე ეს დეპაი რა. თუ სკამისთვის გვინდა ისევ კუნი ჯობს კლასით. როცა ტრავმა არ ექნება გაიტანს. თან სიტიში ყველაფერს მიაღწია ინდივიდუალურად და მოტივაცია დაკარგა. ბარსაში კიდე შეეცდება 1 წელი მაინც ითამაშოს დონეზე. სეზონში 15 გოლს გაიტანს თუ ტრავმებმა არ აწამა. ბრაიტის ყოლას რო აგუერო ჯობს მგონი კითხვაც არ უნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 აპრილი 2021 00:46
    0
    დეპაი ალბათ უკვე ვერ იტანს აგუეროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აპრილი 2021 21:14
    0
    ორივე მოსაყვანია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    B.A.r.c.A
    სტუმარი [?]
    #1 24 აპრილი 2021 18:52
    2
    კაროჩე აგუერო რო მოვიდეს კუმანი მაინც არ ათამაშებს 100 % ვიცი ტყუილად ეჯდება სკამზე და ისევ დეპაის მოყვანა ჯობია მაგ პონტში რა აზრიაქ მოიყვანო და არ ათამაშო