დეპაის უარი იუვენტუსს - ნიდერლანდელს ბარსელონაში თამაში უნდა

დეპაის უარი იუვენტუსს - ნიდერლანდელს ბარსელონაში თამაში უნდა

მემფის დეპაის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ნიდერლანდელს "იუვენტუსი" იწვევს, მაგრამ მას "ბარსელონაში" თამაში სურს.

დეპაის სიტუაცია ძალიან ჰგავს სერხიო აგუეროსას - ზაფხულში ორივე თავისუფალი აგენტი ხდება და ორივეს "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" უკავშირებენ.

Mundo Deportivo-ს ცნობით ამ ორს კიდევ ერთი მსგავსება დაემატა - აგუეროს მსგავსად დეპაიმ "იუვენტუსს" უარი უთხრა და ის მზადაა "ბარსელონაში" უფრო დაბალ ხელფასს დასთანხმდეს. პრობლემა კი ისაა, რომ 27 წლის შემტევის დამატების თაობაზე "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოში ერთიანი პოზიცია არაა. ნიდერლანდელის ერთადერთი ლობისტი გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანია, ხელმძღვანელობის პრიორიტეტი კი სერხიო აგუეროა, რომლის მოსვლაც ლეო მესის დარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მემფის დეპაი "ლიონში" 2017 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. ფრანგულ კლუბში მან 175 თამაში ჩაატარა და 74 გოლის გარდა თავი 52 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 აპრილი 2021 18:51
    0
    რა პრობლემაა, ბრეითვეიტს აღარ აჯობებენ, ან ერთი ან მეორე? იქნებ ლეოსთვისაც ეკითხათ რა აჯობებს ბარსასთვის. ადრე ამბობდნენ ლეოს ძმაკაცი უნდა და იმიტომ არ უნდა სუარესის გაშვებაო, გამოჩნდა რო მაგის დონე 9-ნი კი არა საერთოდ კარში დამრტყმელი არა გვყავს. დავიჯერო ლეო არ არის ფეხბურთში იმდენად კომპეტენტური რომ რამე ურჩიოს იმ "ხელმძღვანელობას"?

    ციტატა: cruyff9
    ოღონდ ეს უნიჭო არა რააა(((((

    დემბელეზე უნიჭოა ვითომ?
    Diana
    სტუმარი [?]
    #6 27 აპრილი 2021 21:49
    1
    ვაიმე კუმანი ისე არ გაუშვან ეს რომ არ მოიყვანონ , ცოდვაა კაცი რაც მოვიდა იმის მერე ეს უნდა 😂😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 აპრილი 2021 19:23
    3
    იუვეს ლოზუნგია, "მუქთი იყოს-კუბო იყოს"
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #4 27 აპრილი 2021 18:22
    2
    დემბლეს მაგივრად ეს იქნება კანფეტ kissing_heart
    ფანი [?]
    #3 27 აპრილი 2021 18:22
    0
    ციტატა: cruyff9
    ოღონდ ეს უნიჭო არა რააა(((((

    აბა რომელ ნიჭიერს ისურვებდით ბარსელონაში დეპაის ნაცვლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 აპრილი 2021 18:12
    0
    ოღონდ ეს უნიჭო არა რააა(((((
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აპრილი 2021 17:26
    2
    მოდი მერე თუ გინდა სხვას მაინც ვერ მოიყვანენ და შენ მაინც მოდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued