გარიდო: "მსოფლიო მალე დაინახავს, როგორ დაჩრდილავს მესი მარადონას"
ესპანური კლუბის, "ვილიარეალის" თავკაცმა, ხუან კარლოს გარიდომ, "სპორტთან" ინტერვიუში დაუფიქრებლად უპასუხა კითხვას, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.
გარიდომ აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია: "ვფიქრობ მესი მსოფლიო ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი თამაში არასდროს დაავიწყდებათ ფეხბურთის მოყვარულებს მრავალი წლის შემდეგაც. ყოველთვის ვცდილობ პარალელი გავავლო ლეოსა და რომელიმე ლეგანდარულ ფებურთელს შორის, მაგრამ როდესაც ჩანაწერებს ვნახულობ, ვხვდები, რომ მესი უბრალოდ შეუდარებელია, ის მარადონასაც ჯობია. ძალიან მალე, მთელი მსოფლიო გააცნობიერებს, რომ ლიონელ ანდრეს მესი საუკეთესოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში". დაასრულა ხუან კარლოს გარიდომ "სპორტთან" ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]