პინტომ გაახანგძლივა

პინტომ გაახანგძლივა

ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე გაახანგძლივებს თუ არა "ბარსელონას" კიპერი ხოსე მანუელ პინტო კონტრაქტს. ერთი კვირის წინ პინტოს აგენტმა, თვითონ ფეხბურთელმა და ანდონი სუბისარეტამ, კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, გამონახეს საერთო ენა, საბოლოოდ პინტომ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააახანგძლივა. 

დღეს ფეხბურთელმა თავის აგენტთან ერთად კონტრაქტს ხელი მოაწერა, კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ იგი გუნდში 2012 წლის 30 ივლისამდე დარჩება. თუკი ფეხბურთელმა და კლუბმა კვლავ მოილაპარაკეს არ არის გამორიცხული, შემდეგ სეზონში კონტრაქტი კიდევ გახანგძლივდეს.

კონტრაქტის გახანგძლივებით ორივე მხარე კმაყოფილი იქნა, ორივე მხარის ინტერესები იქნა გათვალისწინებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.