ჩავი:"დასანანია, რომ 2011 წელს კიდევ არის ასეთი მოედნები"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლიტვის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა "კაუნასის" სტადიონზე, იტყობინება Marca. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 1–3 დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ მოედანი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა:
" დასანანია, რომ 2011 წელს კიდევ არის ისეთი მოედნები, სადაც თამაში უბრალოდ შეუძლებელია. ეს ყველაფერი უეფას ეხება. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გასულები ვართ ტურნირის ფინალურ ეტაპზე," დაასრულა ჩავიმ.
ცნობისთვის გუშინდელ მატჩში ანგარიში სწორედ ჩავი ერნანდესმა გახსნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]