მესი ლევანდოვსკის გაუთანაბრდა!
ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსია" "მესტალიაზე" ანგარიშით, 3-2 დაამარცხა - სტუმართა მხრიდან თავი ლეო მესიმ (2) და ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს.
Diario Ole-ს ინფორმაციით, დღევანდელი დუბლის შემდეგ, არგენტინელ ვარსკვლავს 2021 წელს უკვე 26 გოლი დაუგროვდა, რაც "ბაიერნის" შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შედეგს უტოლდება.
ამ კომპონენტში მეორე ადგილზე კილიან მბაპე იმყოფება (23), რომელსაც ერლინგ ჰოლანდი (20), კრიშტიანუ რონალდუ (19) და ქარიმ ბენზემა (15) მოსდევენ.
გარდა ამ შედეგისა, აღსანიშნავია, რომ "ბარსას" 10-იანმა კარიერაში საიუბილეო, 50-ე ჯარიმა გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]