ბარსელონამ თვალი ლუის ფელიპეს დაადგა
"ბარსელონა" რომის "ლაციოს" ცენტრალური მცველით, ლუის ფელიპეთი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას TuttoMercatoWeb-ის ჟურნალისტი მარკო კონტერიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსა", შესაძლოა, ფელიპეს შეძენას შეეცადოს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები გასულ კვირაში 24 წლის უკანახაზელის აგენტს შეხვდნენ და ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ აცნობეს.
ფელიპე ამჟამად ტრავმირებულია. ბრაზილიელ მცველს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. მან ამ სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 14 მატჩში მიიღო.
Transfermarkt-ის მიხედვით, ლუის ფელიპეს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]