14 დარტყმა ბარსას კარში და 9 გოლი
"ბარსელონამ" გუშინ "ვალენსიასთან" სტუმრად კი მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კატალონიური გუნდი დაცვაში ცუდად გამოიყურება, რაზეც სტატისიკა მეტყველებს.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში "ბარსას" კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ კატალონიელებმა მოახერხეს და 9 გოლი გაუშვეს.
"ვალენსიამ" "ბლაუგრანას" კარში 4-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა; "გრანადამ" 2 ზუსტი დარტყმიდან ორივე გოლად აქცია; "ვილიარეალმა" კატალონიელებს კარში 4-ჯერ დაურტყა და 1 ბურთი გაიტანა; "ხეტაფემ" "ლურჯ-ბრწეულისფერთა" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, თუმცა 2 გოლი მიითვალა; "რეალის" შედეგი კი "ბარსასთან" ასეთია - 3 ზუსტი დარტყმა და 2 გოლი.
ეს რიცხვები კიდევ უფრო საგანგაშოა იმის ფონზე, რომ კატალონიელთა პირველმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პრიმერა დივიზიონის ამ 5 შეხვედრაში გაშვებული გოლების 1/3 გაუშვა. ტერ შტეგენმა ესპანეთის ჩემიონატის მიმდინარე სეზონში 28 თამაში ჩაატარა და 27 ბურთი გაუშვა, აქედან 9 კი მხოლოდ ბოლო 5 მატჩში.
ცნობისთვის, "ბარსელონას" უშუალო კონკურენტებმა "რეალმა" და "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 5 თამაშში, შესაბამისად, 1 და 3 გოლი გაუშვეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]