ჩავის ახალი კონტრაქტი "ალ სადთან" "ბარსას" პუნქტსაც" მოიცავს

ჩავის ახალი კონტრაქტი "ალ სადთან" "ბარსას" პუნქტსაც" მოიცავს

ჩავი ერნანდესი თანახმაა, რომ ყატარულ "ალ სადთან" ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, იტყობინება Diario AS.

წყაროს ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ 41 წლის სპეციალისტი აზიაში დარჩენას კიდევ ორი წლით აპირებს, ახალი გარიგება "ბარსას" პუნქტსაც" მოიცავს, რომელიც მას საშუალებას მისცემს ყატარული კლუბი დატოვოს, თუ "ბლაუგრანა" თავის ლეგენდარულ ნახევარმცველს დაუკავშირდება.

ჩავი "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი 2019 წელს გახდა და გუნდს უკვე ექვსი ტიტული მოაგებინა, მათ შორის ყატარის ჩემპიონატი, თანაც წაუგებლად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მაისი 2021 16:01
    0
    ისე ვატყობ, მაგის მოსვლამდე გვარდიოლას უფრო მოენატრება ბარსა და ის დაგვიბრუნდება. იმედია დე ბრუინეს და ერთ ორ ნიჭიერს წამოიყოლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 მაისი 2021 01:33
    1
    იმედია კუმანი ლა ლიგას მოიგებს.ლიგაზე არც მაქვს პრეტენზია უბრალოდ იმდენი ქნას რო არ შევრცხვეთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 6 მაისი 2021 00:10
    1
    ნამდვილად კარგი ფაქტია, რომ რამე ხავის მარტივად შეუძლია წასმოვლა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მაისი 2021 22:19
    0
    მინიმუმ 1 წლით მოცდა მოგიწევს, მომავალ ზაფხულამდე კუმანის გამშვები არავინაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2021 18:59
    0
    არაფერი ევროპა და საშუალო გუნდები ამას არ უნდა.ლამპარდთან შედარება კიდე არც ღირს ,ჩემი აზრით, უმაგრესი ფეხბურთელი იყო ლამპარდი,მაგრამ ხავის საფეხბურთო ინტელექტი სულ სხვა დონეზეა და ეს ის შემთხვევაა(იმედია),როცა მწვრთნელიც ასეთივე მაგარია, როგორც ფეხბურთელობისას იყო.კუმანი 1 წელი კიდე დარჩება და მოვა ხავი.სხვა კლუბში 2 წელზე ნაკლებ კონტრაქტს არ გააფორმებინებენ და არამგონია ნორმალურმა გუნდმა ისეთი კონტრაქტი მისცეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლოს წასვლა.1 წელი კიდე ალ სადში გაძლებს რამენაირად(თუ არ ააცუნცულეს კუმანი ამ ზაფხულშივე).
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 5 მაისი 2021 18:28
    4
    მინახია ალ ასადის რამდენიმე თამაში და მართლა ძაან ეტყობათ ხავის ხელი, გოლების უმრავლესობა დახაზული ტაქტიკებით გააქვთ, ეტყობათ რომ იციან რას აკეთებს თითოეული ფეხბურთელი. დროა ევროპაშიც სცადოს ბედი. ბეტისი რომ ჩააბარონ კარგი იქნება, ბარსას ყველაზე მეტად ჰგავს ესპანეთში სათამაშო სტილით.