ESPN | უეფა სუპერ ლიგის გუნდებისთვის განსაკუთრებულ სასჯელს ამზადებს
ESPN-ის ცნობით, UEFA იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც სუპერ ლიგაში გაწევრიანდნენ და ჯერ ისევ არ დაუტოვებიათ ორგანიზაცია, განსაკუთრებულ სასჯელს ამზადებს.
ეს, შესაძლოა, ორწლიანი ბანიც იყოს, როგორც ჩემპიონთა ლიგიდან, ისე ევროპა ლიგიდან. ამგვარი სახით, უეფა გუნდების სუპერ ლიგაში გაწევრიანებას თავიდან კიდევ უფრო მეტად აიცილებს.
ახალი 12-გუნდიანი ჩემპიონატი შექმნის მეორე დღესვე დაიშალა, თუმცა, ფლორენტინო პერესის განცხადებით, ჯერ ოფიციალურად სუპერ ლიგა არც ერთ გუნდს დაუტოვებია და მათი განცხადებები უბრალო ფორმალობაა. სხვა შემთხვევაში კი კლუბებს ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ.
ამ მხრივ ჟოან ლაპორტას პოზიცია მომგებიანია და წინა შემთხვევის მსგავსად, ლავირების საშუალება "ბარსელონას" ახლაც დარჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]