მირალემ პიანიჩს მსურველები გამოუჩნდნენ

მირალემ პიანიჩს მსურველები გამოუჩნდნენ

ევროპის წამყვანი კლუბები "ბარსელონას" ნახევარმცველით, მირალემ პიანიჩით დაინტერესდნენ. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი ლონდონის "ჩელსისა" და მილანის "ინტერზეა".

წყაროს ცნობით, "ჩელსიმ" და "ინტერმა" პიანიჩის შეძენის სურვილი გამოთქვეს. თუ ბოსნიელი შუახაზელი "ბლაუგრანას" დატოვებას გადაწყვეტს, ხსენებული კლუბები შემოთავაზების გასაკეთებლად მზად იქნებიან.

იმავე წყაროს ინფორმაციით, პიანიჩი, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, "ბარსაში" ბედნიერი არაა. კატალონიური კლუბი 31 წლის ფეხბურთელთან განსაშორებლად მზადაა. განიხილება იჯარის ვარიანტიც. მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას ამ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ. ისინი, ამჟამად, სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

მირალემ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 28 თამაშში მიიღო. მან მოედანზე 1 275 წუთი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 7 მაისი 2021 14:33
    0
    არანაირი იჯარა სულ წაიყვანონ.ისე ლენგლე რომ არ მოხვდა გასაყიდთა სიაში ლაპორტა ალბათ განსხვავებული ხერხით აუქციონის გზით აპირებს მის გაყიდვას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 მაისი 2021 19:15
    1
    აქ მახსოვს წერდნენ ამას არტურს როგორ ადარებთ ტიპი 60 წუთს ძლივს თამაშობს ! პიანიჩის სათამაშო კლასზე რომ აღარაფერი ვთქვათო ! და ტიპი სკამზეც ვერ ხვდება ისე უშვებენ laughing laughing laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 მაისი 2021 15:49
    1
    ესეც თუ არ ივარგებდა ვერაფრით წარმომედგინა.გასაშვებია ზაფხულში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 მაისი 2021 15:01
    4
    ე ბიჭო, გვეშველა მგონი. სადაც გაეხარდება იქით წავიდეს, საწყენია რო არტური დაიკარგა უაზროდ ახლა უკვე იუვენტუსის ძირითადის წევრი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მაისი 2021 14:52
    4
    უფრო ინტერი მგონია, ეგენი თრეულობენ იაფად საშუალო ასაკის და გადაცილებულ გამოცდილ და ჩამოწერისკენ მიდრეკილ ფეხბურთელებს
    სანჩესი,იანგი,ვიდალი,დარმიანი,პერიშიჩი,ერიქსენი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 მაისი 2021 14:12
    2
    რაის იჯარა?! კიდე არ მიქარონ აღარ გააჩერონ ეს გამოქლიავებული😡 ინტერს შეტენონ მაგათ ევასებათ გაფარჩაკებული ვარსკვლავების დათრევა😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 მაისი 2021 13:42
    2
    30 მილიონად გაატანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 6 მაისი 2021 12:51
    2
    წაიყვანეთ იჯარა არ გვინდა!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2021 12:18
    3
    პრინც ბოატენგი უფრო დამამხსოვრდა ბარსაში ვიდრე ეს ზარზეიმით გაცვლილი კაცი :D
    fcbmaniacofalltime
    სტუმარი [?]
    #1 6 მაისი 2021 11:41
    2
    გაყიდოოონ და ნახ მცველი იყიდონ რა ვინმე ცოტა ჯანიანი სწრაფი და ჭკვიანი მაგალითAდ უსემ აუარი ძაან კაი იქნებაა აი ძაან დახატავდა გუნდს ცოტა მოძრავი ნახევარცმველია საჭირო თორე ყოველ თამაშში ცენტრს ვაგებთ იმიტო რო ვერ გაუგია ვერცერთს დე იონგს პედრის ბუსკეცს რა პოზიცია აქვთ