ნილმარი: "მსურს მომავალი "ბარსას" დავუკავშირო"

ნილმარი: "მსურს მომავალი "ბარსას" დავუკავშირო"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ვილიარეალის" თავდამსხმელმა, ნილმარმა, განაცხადა, რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს ამჟამინდელ კლუბში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

ბრაზილიელი ფიქრობს, რომ თავისი კარიერის პიკი ნამდვილად არ არის "ვილიარეალში": "მე თავს ამჟამინდელ კლუბში შესანიშნავად ვგრძნობ. მომვალში ძალიან მინდა, რომ მივთამაშო რომელიმე გრანდში, მაგალითად "ბარსელონაში". შაბათის მატჩისთვის ჩვენ 100%–ით მოვემზადებით, რათა მოვახდინოთ კატალონიელტა კაპიტულაცია, როგორმე უნდა გადავლახოთ კატალონიური ბარიერი წარმატებით, რადგანაც მომავალში უამრავი მატჩი გველის და ნამდვილად არ გვსურს, რომ შემდეგ წელს ევროპული ტურნირის გარეშე დარჩეს გუნდი". განაცხადა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნილმარმა, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის საგანია "ბლაუგრანას" მესვეურთათვის".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.