ოფიციალურად | ჟოან ლაპორტამ "კამპ ნოუს" განახლებაზე მუშაობა დაიწყო
დღეს ჟოან ლაპორტა კლუბის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად ქალაქის საბჭოს შენობაში, ბარსელონას მერს, ადა კოლაუს შეხვდა. პროექტ Espai Barca-ს დაწყება ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ იგეგმებოდა, რის შედეგადაც განახლდებოდა "კამპ ნოუ" და ასევე კლუბის სხვა სპორტული ნაგებობები.
შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური საკითხები, პროექტის დროებით შეჩერების გამო სამუშაოების დასასრულებლად ღირებულება გაზრდილია, რისი მოგვარებაც ჟოან ლაპორტას გარდა, უშუალოდ ქალაქის საბჭოს პასუხიმგებლობაშიც შედის.
აღნიშნულ საკითხზე ორივე მხარე შეთანხმდა. "კამპ ნოუზე" მიმდინარე სამუშაოების გამო "ბარსელონას" დროებით საშინაო არენის შეცვლა მოუწევს და დიდი ალბათობით, კლუბი ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გადაინაცვლებს.
"კამპ ნოუზე" დაბრუნების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოების პარალელურად გულშემატკივართათვის 20 000-ით ნაკლები სკამი იქნება განკუთვნილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]