პეპის ბარსელონაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ - გვარდიოლას მამა
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მამა, ვალენტი გვარდიოლა თავისი შვილის კატალონიაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.
პეპის "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ასევე, შესაძლოა, მან ისეთი თანამდებობა დაიკავოს, რომ კლუბს თავისი ცოდნითა და რჩევებით დაეხმაროს.
- ციტირებს ვალენტის სიტყვებს SuperDeportivoRadio.
პეპ გვარდიოლა "ბლაუგრანას" 2008/12 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდი შექმნა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ამჟამად იგი "მანჩესტერ სიტის" თავკაცია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]