ოფიციალურად: ანსუ ფატის ოპერაცია ჩაუტარდა
კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანსუ ფატიმ მარცხენა მუხლის მიდამოში ქირურგიული ოპერაცია - ართროსკოპია ჩაიტარა.
ფატის ოპერაცია პორტუგალიელმა გამოცდილმა ექიმმა, ჟოზე კარლოს ნორონიამ ჩაუტარა, რაც "ლურჯ-ბროწუელისფერთა" სამედიცინო ჯგუფის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ართროსკოპია მცირე ზომის ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება, რის გამოც ქირურგს ოპერაციისათვის დიდი ზომის განაკვეთის გაკეთება არ სჭირდება. ეს კი პოსტოპერაციულ ტკივილს ამცირებს და რეაბილიტაციის პროცესს აიოლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ანსუს ეს საშუალებას აძლევს, რომ ჩვეულ საქმიანობას მოკლე დროში დაუბრუნდეს.
კატალონიის რადიოს ცნობით, ანსუ მოედანზე დაბრუნებას პრესეზონისათვის შეძლებს.
ARA-ს ცნობით, ექიმმა ნორონიამ ფატის მენისკის ნაწილი მოაშორა...ამ შემთხვევაში კი, როგორც უკვე განვიხილეთ, ფეხბურთელს წესით მომდევნო სეზონის გარკვეული ნაწილის გაცდენაც უნდა მოუწიოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]