ბატისტა: "ბარსელონას" ინტერესებს ვეცი პატივი"
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო ბატისტამ, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ათამაშა მესი კოსტა–რიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი".
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს, მარჯვენა ფეხის კუნთზე მცირე პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბატისტამ თავი შეიკავა მისი თამაშისგან და დასვა სათადარიგოთა სკამზე: "ბარსელონას" არაფერი უთქვამს ჩემთვის იმის შესახებ, რომ მესის არ ეთამაშა, უბრალოდ მე გადავწყვიტე არ გამერისკა, ამით კლუბის ინტერესებს პატივი ვეცი, მითუმეტეს, რომ ეს თამაში ამხანაგური იყო და არ მსურდა რაიმე ტრავმის გამო ლეოს საკლუბო თამაშები გამოეტოვებინა. მესმის კოსტა–რიკელი გულშემატკივრისაც, რომლებიც მესის ნახვას ელოდნენ, თუმცა საქმე ჯანმრთელობას ეხებოდა და მე არ გავრისკე. ყველაზე მეტად მე მინდოდა მისი მოედანზე ხილვა, თუმცა გარემოებანი ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ". განაცხადა არგენტინის ეროვნული ნარკების თავკაცმა, სერხიო ბატისტამ "სპორტთან" ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]