ბარსელონა მზადაა, მირალემ პიანიჩი ჟორჟინიოს ბარტერში ჩართოს

ბარსელონა მზადაა, მირალემ პიანიჩი ჟორჟინიოს ბარტერში ჩართოს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, შესაძლოა, გუნდი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

ახლა კი, Sport-ის ინფორმაციით, "ბარსას" სურს, ბოსნიელი ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელ შუახაზელში, ჟორჟინიოში გაცვალოს. თავის მხრივ, ადრე გავრცელებული ცნობებით, პიანიჩის შეძენით "ლურჯებიც" ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 28 შეხვედრის განმავლობაში, ბოსნიელმა მოედანზე მხოლოდ 1278 წუთი დაჰყო. ბოლოს მან მარტის შუა რიცხვებში, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ითამაშა. მას შემდეგ, მირალემი 2 თვეა, მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა.

ოგორც თავიდანვე გამოჩნდა, პიანიჩი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათავეში დარჩენის შემთხვევაში, 31 წლის მოთამაშის წასვლის შანსები გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 მაისი 2021 22:34
    1
    რა ჟორჟინიო მაგას ისევ ეს ჯობია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #2 11 მაისი 2021 18:09
    0
    ჯორჯინიო იტალიელი არაა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 მაისი 2021 17:35
    2
    გაუშვან, ტყუილად რათ გვინდა ხელფასი ვუხადოთ იმას ვინც არაფერს აკეთებს გუნდში. რამე რო იყოს იუვე დიბალაში არ გაგვიცვლის? ჩვენ ხო მივეცით მაგ პენსიონერში ახალგაზრდა ტალანტი, ან არტური მაინც დაგვიბრუნონ, ბართოს ახლობლები რო მოვიკითხე.