"ინტერმა" ლაუტარო მარტინესის ფასი დაასახელა
გავრცელებული ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ფინანსურ კრიზისშია და ზაფხულში მნიშვნელოვანი მოთამაშეების გაყიდვა მოუწევს.
როგორც იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, "ნერაძურიში" არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გაყიდვა არავის სურს, მაგრამ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში ისინი უარს ვერ იტყვიან.
წყაროს ცნობით, "ინტერი" ლაუტაროს გაშვებას 80-90 მილიონი ევროს ფარგლებში განიხილავს. 23 წლის ფეხბურთელით "ბარსელონა" და "რეალი" ინტერესდებიან და ისინი უკვე დაუკავშირდნენ არგენტინელის აგენტს, ალეხანდრო კამანოს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მარტინესის გაფორმება შარშანაც სურდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო კატალონიელებმა ტრანსფერი ვერ განახორციელეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]